LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bugatti chiron-ის ძარა 24 კარატიანი ოქროთი გააფორმეს

212
bugatti

კომპანია Bugatti-მ ჰიპერქარი chiron-ის ექსკლუზიური ვერსიის, სახელად Le-Ebe-ს დეტალები გაამხილა. მოდელი ეტორ ბუგატის უფროს ქალიშვილს ეძღვნება და ასეთ შესრულებას მხოლოდ სამი ავტომობილი მიიღებს. ეს მოდელები მუქი-ნაცრისფერი ძარით, 24 კარატიანი ოქროს დეკორით და ოქროს ლოგოტიპით იქნებიან გამორჩეული. უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელზეც 5 წელი მუშაობდნენ მთლიანად ხელითაა დამზადებული.

სპეციალისტებს მრავალი ლაბორატორიული კვლევის და ექსპერიმენტის ჩატარება მოუხდათ, რათა იდეალური ეგზემპლარი შეექმნათ. სინამდვილეში ახალი ემბლემა ძველისგან ვიზუალურად თითქმის არ განსხვავდება, თუმცა Bugatti-ში მას მაინც „ახალს“ უწოდებენ.

ლოგოტიპზე 24 კარატიანი ოქროა დატანილი, რომელიც ხელით გააფორმეს და შემდეგ იდეალურ ბრწყინვალებამდე გააპრიალეს. ოქროთია დაფარული ასევე რადიატორის ბადე და კაპოტის დეტალები. იმისათვის, რომ მეტალის სილამაზისთვის ხაზი გაესვა, Bugatti-მ დამცავი ლაქის გამოყენებაზეც კი უარი თქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები