საფრანგეთში, Sotheby’s აუქციონზე უნიკალური Bugatti Chiron Profilee გაიყიდა. მოდელი უცნობმა კოლექციონერმა არც მეტი არც ნაკლები 10,7 მილიონ დოლარად შეიძინა.
ლოტი მართლაც უნიკალურია. საქმე ისაა, რომ Bugatti-მ Profilee-ს ერთადერთი ეგზემპლარი შექმნა და შეფერილობაც განსხვავებული შეურჩია. სპორტქარი Chiron-ის სხვა მოდელების დიზაინისგანაც განსხვავებულია.
ავტომობილს 0-დან პირველი 100 კმ-ს განვითარება 2,3 წამში შეუძლია. რაც შეეხება მაქსიმალურად სიჩქარეს, ავტომწარმოებელმა მხოლოდ 380 კმ/სთ დაუშვა.