კომპანია Bugatti-მ საბავშვო სპორტქარის Baby II ექსკლუზიური ვერსია გამოუშვა. ფრანგულმა ბრენდმა მორიგი პროექტი საბავშვო ავტომობილების ცნობილ მწარმოებელთან The little Car Company-თან ერთად დაამზადა. მინიატიურულ ავტომობილი 1924 წლის Bugatti Type 35-ის მასშტაბური ასლია. ახალმა მოდიფიკაციამ ლეგენდარული მოდელის 100 წლის იუბილეს უნდა მიაგოს პატივი.
მოდელ Baby II Type 35 Centenary Edition-ს ალუმინის ძარა აქვს, რომელიც ცისფერ Bleu de Lyon-ის ფერშია შესრულებული. მოდელის თითოეული ეგზემპლარი ნომრითაა გაფორმებული, რომელიც რადიატორზე ხელითაა დახატული.
ხელით დამზადებული ძარაც ექსკლუზიური დეტალებითაა სავსე – დამატებითი საკეტებით, სპეციალური ჟალუზებით.
ტექნიკურად სიახლე სხვა საბავშვო Bugatti-ებისგან არაა გამორჩეული. სპეც-ვერსიამ 14 ძალის ელექტროძრავა შეინარჩუნა, რომელსაც საათში 70 კილომეტრამდე შეუძლია გახურება. ელემენტი 2,8 კილოვატ-საათიანი სიმძლავრისაა და 30 კილომეტრიან სვლის მარაგს უზრუნველყოფს.






