LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bugatti-მ ყველაზე ძვირადღირებული და უნიკალური Veyron გამოაჩინა

129
Bugatti-მ ყველაზე ძვირადღირებული და უნიკალური Veyron გამოაჩინა

Bugatti-მ ყველაზე ძვირადღირებული და უნიკალური Veyron 20 ტონა ალუმინისგან ააგო. ფრანგმა მწარმოებელმა Bugatti Veyron 2005 წელს წარადგინა და ჰიპერქარი 20 წლის გასვლის შემდეგაც გამორჩეულ მანქანად რჩება. დროის სვლასთან ერთად მეორად ბაზარზე მუდმივად ჩნდება მოდელის უნიკალური ეგზემპლარები, რომელიც დამკვეთების ყველაზე ეპატაჟური სურვილების ასრულების მაგალითია. ამის საუკეთესო მაგალითია მთლიანად ალუმინისგან დამზადებული Bugatti Veyron Grand Sport Vitesse.

ამ ვერონს შასის ნომრით №8100 წარმოუდგენელი ისტორია აქვს. კლიენტს ძალიან უნდოდა რომ ყველა დეტალი ალუმინისგან ყოფილიყო დამზადებული და უბრალოდ ალუმინის ფერში შეღებვა არ აკმაყოფილებდა.

Bugatti-ს ინჟინრებმა დათვალეს, რომ დამკვეთის სურვილის ასრულებას 20 ტონა ალუმინი დასჭირდებოდა, რაც ნამდვილი სიგიჟე იყო. კლიენტთან მოლაპარაკება დიდ ხანს გაგრძელდა და მას აზრი არ შეუცვლია.

ავტომწარმოებელიც დათმობაზე წავიდა და გამორჩეული Veyron-ის შექმნას იმაზე ბევრად მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ავტომობილზე მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები