LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ის ჩემთვის პანკ-როკის სიმბოლოა“ – ავრილ ლავინი და უილოუ სმიტი კლიპის გადაღებებისას

130
UntitledRE

36 წლის პანკ-როკ ვარსკვლავი, ავრილ ლავინი და 20 წლის უილოუ სმიტი ახალი ტრეკისთვის გაერთიანდნენ. პაპარაცებმა ისინი ლოს-ანჯელესის ქუჩებში კლიპის გადაღების დროს დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ახალი სიმღერა ავრილ ლავინის მომავალ ალბომში შევა.

გოგონები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. ავრილი ჩვეულ პანკურ ფორმაში იყო. უილოუს კი ყვითელი ტოპი ეცვა.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ უილოუ სმიტმა გამოცემას V უთხრა, რომ ავრილ ლავინთან თანამშრომლობა მისი ოცნება იყო.

„ის ჩემთვის პანკ-როკის სიმბოლოა“, – განაცხადა სმიტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები