LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჩინეთში დაიწყეს პირველი ქარხნის მშენებლობა, რომელიც მფრინავ მანქანებს გამოუშვებს

147
ჩინეთში დაიწყეს პირველი ქარხნის მშენებლობა, რომელიც მფრინავ მანქანებს გამოუშვებს

ჩინეთში მფრინავი ავტომობილების პირველ ქარხანას ააშენებენ. კომპანია XPeng-მა მფრინავი მანქანების კვლევის, შემუშავებისა და წარმოების ცენტრის მოწყობა ჩინურ გუანჩჟოუში გადაწყვიტა. მომავალი საწარმოს სიმძლავრე წელიწადში 10 ათასი მანქანა იქნება.

ამასთან, სერიულ მფრინავ ავტომობილებზე წინასწარი შეკვეთის გაფორმება უკვე ამ წლიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო მათი ბაზარზე გამოსვლა 2026 წლიდანაა დაგეგმილი. სწორედ ამავე წლიდან მიუყვანენ პირველ მფრინავ აპარატს კლიენტებს.

XPeng-მა შეკვეთების გარკვეული რაოდენობა უკვე მოაგროვა – ჯერ კიდევ არ არსებული მფრინავი აპარატის ყიდვა 3 ათასმა ადამიანმა გადაწყვიტა.

სიახლე ეს იქნება 6 ადგილიანი სამდონიანი მინივენი ჰიბრიდული აგრეგატით, რომელშიც ტრადიციული შიდა წვის ძრავა გენერატორის როლს შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები