კამილა ვასკესი ჯონი დეპის ადვოკატია. უკვე მრავალი თვეა ის ლეგენდარული მსახიობის დაცვას ცდილობს. განსაკუთრებული ყურადღება ვასკესმა ბოლო პროცესებზე დაიმსახურა, როდესაც მან ემბერ ჰარდს ნამდვილი შტურმი მოუწყო. პარალელურად ინტერნეტსივრცეში დეპისა და 37 წლის კამილას ფოტოები ვრცელდება. ისინი ერთმანეთს გამუდმებით უყურებენ, ბევრს ჩურჩულებენ და ერთმანეთს ეხებიან. მეტიც, ფოტოებში ჩანს, რომ „მსჯავრდადებული“ და მისი დამცველი ერთმანეთს ეხუტება.
„უფრო მეტი, ვიდრე ადვოკატი?“ – ახლა ეს გახლავთ სკანდალური პროცესის მთავარი კითხვა. დეპის გულშემატკივრები ადვოკატს აღმერთებენ და მათ ურთიერთობაზე ბევრს საუბრობენ. ბოლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებმა კამილას შეკითხვაც კი დაუსვეს:
„საზოგადოებას აინტერესებს, თქვენ ჯონი დეპს ხვდებით?“, – აღნიშნულ პროვოკაციულ შეკითხვაზე კამილას ჩაეცინა და პასუხს თავი აარიდა.
ჯონი დეპი „გაფაქტულია“ – ემბერ ჰარდმა სასამართლო პროცესზე სკანდალური ფოტოები გამოაჩინა
ფოტო: საბედისწერო ქალის „სხეულის ენა“ გაშიფრულია – რას განიცდის ემბერ ჰარდი