ყველა ცნობილ და მდიდარ ადამიანს აქვს საინტერესო მანქანა, თანაც ხშირ შემთხვევაში არაერთი. ადრე თუ გვიან ასეთი ეგზემპლარები გასაყიდად გამოაქვთ და წინა მეპატრონის ვინაობა ისედაც ძვირიანი მანქანის ფასს კიდევ უფრო ზრდის.
ცოტა ხნის წინ აუქციონზე გამოჩნდა ლეგენდარული გერმანელი მრბოლელის მანქანა, ამერიკელი ექსტრემალის საკულტო მოდელი, ასევე პოპულარული მომღერლის და ჰოლივუდის მსახიობის ავტომობილები.
ამასთან, ზოგიერთი ვაჭრობის შედეგები გასაიდუმლოებულია: დიდი ალბათობით, ფსონები არნახულ მასშტაბებს აღწევს.











