დათო ევგენიძე უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად პარიზში იმყოფება. მუსიკოსი ოჯახურ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, მუსიკოსის უფროსი ქალიშვილი ანჟელიკა, რომელიც მას ფრანგი ქალბატონისგან შეეძინა, საფრანგეთში ცხოვრობს და მრავალშვილიანი დედაა.
თავად დათოს ანჟელიკას და ნიკოლოზის გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს. საქართველოში მუსიკოსი დაქორწინდა ნინა კალანდაძეზე, რომელიც კირა ანდრონიკაშვილის ქალიშვილია.
ნინამ დათოს ორი შვილი გაუჩინა – ლუკა, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისთვის, და ლიკა ევგენიძე, რომელიც მოდელი და ტელეწამყვანია.
ნინა კალანდაძესთან დაშორების შემდეგ დათო ევგენიძე და ნინო ჟვანია ერთად ცხოვრობენ. მასთან მუსიკოსს ნიკოლოზი შეეძინა.
ვიდეო: “ნინო მინდვრებში დაძინებულს მპოულობდა…ბევრჯერ გადამარჩინა” – დათო ევგენიძე პირად ცხოვრებაზე