LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დედოფალი ლეტიცია ერთი და იგივე კაბით მესამედ გამოჩნდა

507
queenleticia

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია ცნობილია მდიდარი და გემოვნებიანი გარდერობით. ის ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან მონარქადაც არაერთხელ დასახელდა. ლეტიციას ძალიან უყვარს ცნობილი ბრენდები და მათ სამოსს საგულდაგულოდ უფრთხილდება. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ლეტიცია ხშირად ჩნდება ერთი და იგივე სამოსში. ამჯერად დედოფალი „მაიკლ კორსის“ ვარდისფერი კაბით გამოჩნდა, რომელიც მასზე უკვე მესამედ ვიხილეთ.

ლეტიცია მეუღლესთან, მეფე ფილიპთან ერთად სარაგოსაში ჩავიდა, სადაც ცნობილი გამოცემის, El Heraldo De Aragon-ის 125 წლის იუბილე აღნიშნეს. ანსამბლს მონარქმა Magrit-ის ფეხსაცმელი შეუხამა, რომელიც მას ასევე არაერთხელ ეცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები