ავტომობილების დროულად მიწოდების პრობლემა მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურია. მიკროჩიპების დეფიციტი ისევ გრძელდება, თუმცა არსებობს ასევე სხვა მიზეზები რის გამოც ზოგიერთი ავტომობილი ზედმეტად სწრაფად თავდება.
ამ გალერეაში ნახავთ საინტერესო სიახლეებს, ლიმიტირებულ სპეც-ვერსიებს და საბოლოო გამოშვებებს, რომლებიც აწყობამდე ბევრად ადრე, რიგ შემთხვევაში კი პრემიერამდეც კი გაიყიდა. მათგან ზოგიერთი მანქანა ბაზარზე გამოსასვლელად ემზადება, ზოგი კი პირიქით – ავტო სამყაროს ტოვებს.
ასეა თუ ისე, ორივე სახეობა დიდ დეფიციტშია.