LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დემი მურს პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია – ახალი დეტალები

746
38650138-0-image-a-18-1611954470589

გასულ კვირას „ფენდის“ ჩვენება გაიმართა. მასში ისეთმა მოდელებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან ბელა ჰადიდი, კარა დელევინი, ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი და დემი მური. 

საზოგადოების ყურადღების ცენტრში მურის გარეგნობა მოექცა. მისი ცნობა შეუძლებელი იყო. ყველა ფიქრობდა, რომ 58 წლის მსახიობმა სახეზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

 

პლასტიკური ოპერაცია თუ გრიმი? - 58 წლის დემი მურის „ფენდის“ ჩვენებაზე გამოჩენამ საზოგადოება აალაპარაკა

„პლასტიკური ოპერაციაა თუ გრიმია?“, „აშკარად ფილერებია“ , - წერენ კომენტარებში.

თუმცა, ახლახანს გაირკვა, რომ ეს უბრალოდ გრიმი და მეიქაფ არტისტის ოსტატობა იყო. ცოტა ხნის წინ მურმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც კეიტ მოსთან, კრისტი ტარლიგტონთან და კიმ ჯონსთან ერთად პოზირებს და ძველებურად გამოიყურება.

„ამ ჯგუფურმა ჩახუტემაბ ბევრ გამოცდას გაუძლო, მოხარული ვარ, რომ ,,ფენდის” ჩვენების ნაწილი გავხდი, მე ეს მომეწონა, დიდი მადლობა ამისთვის“, – წერს მური.

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს დიზაინერებმა და სტილისტებმა ასეთი იმიჯის შექმნა, თუმცა ფაქტია, ჩანაფიქრმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ახლა კი დემი მურის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ შვებისგან ამოისუნთქონ, დემი ჩვეულ ფორმაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები