LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „დინამო თბილისის“ ფეხბურთელის დავით სხირტლაძისა და მისი მომხიბვლელი მეუღლის რომანტიკული არდადეგები მალდივებზე – გაიცანით ფეხბურთელისა და ბიზნესლედის საინტერესო წყვილი

1869
დავით სხირტლაძე

ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დავით სხირტლაძემ და მისმა რჩეულმა სალი ჯანაშვილმა ზამთრის არდადეგების მოწყობა გადაწყვიტეს და მალდივებს ესტუმრნენ, სადაც წყვილი შესანიშნავ დროს ატარებს და გამომწერებს ფოტოებს უზიარებს.

რომანტიკული არდადეგების თანმდევია წყვილის ერთობლივი ფოტოები სანაპიროდან. „დიდებული წყვილი”, „ძალიან მიყვარხართ”, წერენ კომენტარებში წყვილს.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, წყვილის შეყვარებულების პერიოდი 9 თვე გაგრძელდა, ურთიერთობა კი „დინამოს” სტადიონზე ხელის თხოვნის ცერემონიით დაგვირგვინდა – დავითი და სალი 2 წლის წინ, 7 დეკემბერს დაქორწინდნენ.

ფეხბურთელის მეუღლე, ბიზნესვუმენი, The Hershey Company-ს რეგიონის დირექტორია და რამდენიმე უნივერსიტეტში ლექტორის პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ წყვილს, 5 თვის წინ, პირველი შვილი შეეძინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g