„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა, 34 წლის ემილია კლარკმა „ვენის-ბიჩზე“ მდებარე სახლი 4,4 მილიონ დოლარად გაყიდა. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა აგვისტოში სახლი 5 მილიონად შეაფასა, თუმცა საბოლოოდ ფასი საგრძნობლად დააკლო. 2800 კვადრატულ მეტრზე გაშენებული საცხოვრებელი კომპლექსი 2009 წელს აშენდა.
ვილაში 3 საძინებელი ოთახია, ამდენივე სააბაზანო, ეზოში მოკრძალებული ზომის ღია საცურაო აუზია. სახლი პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი.