LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დუა ლიპა ,,ვალენტინოს” მბზინავ სადღესასწაულო კაბაში

151
dualipa201120

დუა ლიპამ ,,გრეჰემ ნორტონის შოუში” მიიღო მონაწილეობა, სადაც თავისი ცნობილი ჰიტები შეასრულა. ახალგაზრდა მომღერალი ბრწყინავდა ულამაზეს ვერცხლისფერ კაბაში. კაბა დუა ლიპამ „ვალენტინოს“ სადღესასწაულო კოლექციიდან შეარჩია და მას უკვე შეარქვეს კაბა-ჭაღი – კაბა, რომლიც უამრავი თვლითა და ბისერით იყო გაფორმებული და სცენაზე კიდევ უფრო განსაკუთრებული ჩანდა. კაბა მუსიკოსის ყველა მოძრაობაზე ფორმას იცვლიდა და სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნიდა.

თავად სცენა იასამნისფერ ფერებში იყო განათებული და დუა ლიპას თან ბექ-ვოკალისტებიც ახლდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები