LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დუბაიში უნიკალურ Nissan Skyline GT-R-ს ყიდიან

103
Screenshot 2025-06-19 172237

დუბაიში მოდიფიცირებული სპორტული ავტომობილი Nissan Skyline GT-R R34 იყიდება.

საუბარია იშვიათ მოდელზე — V-Spec II Nismo Clubman Race Spec-ზე, რომელიც სერიული ხაზის წარმოების ბოლო წელსაა გამოშვებული. ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი მხოლოდ 19–20 ეგზემპლარი არსებობს. მანქანა აღჭურვილია გაძლიერებული შასით, გაუმჯობესებული დაკიდების სისტემით და 450 ცხენის ძალამდე ფორსირებული ძრავით. მფლობელი უნიკალურ კუპეს დაახლოებით 800 ათას დოლარად აფასებს.

ეს მოდელი 2001 წელს არის აწყობილი და Skyline GT-R-ის მთელ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის საბოლოო ფასი ჯერ არ არის დაზუსტებული, სპეციალისტების შეფასებით, მისმა ღირებულებამ შეიძლება 800 ათას დოლარს მიაღწიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები