ირანში სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდს შეადგენდა, მას კი ორი 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრე მოჰყვა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 49 კი დაშავდა.
ერთ-ერთი მიწისძვრის დროს სოფელი საიეხ ხოში მთლიანად განადგურდა.

