LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ძველი მე ციხეში მოკვდა, ახალი კი დაიბადა“ – Diddy ალკოჰოლური სასმელით გამოიჭირეს, ცნობილი ხდება, რას საქმიანობს სკანდალური არტისტი ციხეში

2113
page

როგორც ცნობილია, სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტი Diddy, იგივე შონ კომბსი, ნიუ-ჯერსის ფედერალურ ციხეში გადაიყვანეს. სულ ცოტა ხნის წინ, ციხიდან მისი პირველი ფოტოები გავრცელდა. TMZ-ის მიერ გავრცელებულ კადრებში 55 წლის კომბსი „ფორტ დიქსის“ სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ეზოში სეირნობდა.

გაჭაღარავებული და მოუწესრიგებელი Diddy-ს პირველი ფოტოები ციხიდან

სულ ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, რეპერი ციხეში ალკოჰოლურ სასმელს სვამდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში ამტკიცებდა, რომ უკვე წლებია სრულად ფხიზელია.

მედიაში აგრეთვე გავრცელდა Diddy-ის ციხეში დაწერილი წერილი.

„ძველი მე ციხეში მოკვდა, ახალი მე დაიბადა. ციხე ან შეგცვლის, ან მოგკლავს, მე ცხოვრება ავირჩიე“.

ცნობილი ხდება, რომ ნიუ-ჯერსის ფედერალურ ციხეში გადაყვანის შემდეგ, კომბსმა ციხის სამრეცხაოში დაიწყო მუშაობა.

ვერდიქტი გამოტანილია – Diddy-ს სულ რაღაც 50-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა – ვრცელდება სკანდალური რეპერის სიტყვები

გასულ თვეს ნიუ-იორ­კის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­სა­მარ­თლომ შონ კომბსს, პროს­ტი­ტუ­ცი­ის ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ში, სულ რაღაც 50-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ბრალ­დე­ბის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, რე­პე­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით თა­ვის ყო­ფილ პარტნი­ო­რებს, კა­სან­დრა ვენ­ტუ­რა­სა და კი­დევ ერთ ქალს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სექ­სუ­ა­ლურ შოუებში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აი­ძუ­ლებ­და. ად­ვო­კა­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, მან თა­ვის პარტნი­ო­რებ­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და, თუმ­ცა, ისი­ნი სექ­სუ­ა­ლურ შოუებზე სა­კუ­თა­რი ნე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ცემა, გაუპატიურება, სასტიკი ძალადობა – Puff Daddy-ის ყოფილი შეყვარებული შოკისმომგვრელ ჩვენებას იძლევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები