LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ელექტრონული ყველგანმავალი, რომელსაც კარები არ აქვს და ერთი დამუხტვით 1200 კმ-ს გადის

72
sportcar

კომპანია Overland-E-მ ელექტრონული კროსოვერის ახალი პროექტი Generation 2 წარადგინა. მოდელი საქალაქო და უგზოობის ვერსიებში იქნება წარმოდგენილი და ასევე გამოვა სამხედრო მოდიფიკაციაც.

ერთი დამუხტვით ელემენტის სვლის მარაგი 1200 კილომეტრია. სხვა დეტალებს კი კომპანია ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროებს და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სიახლე კონვეიერზე 2022 წლის ბოლოსთვის დადგება.

კომპანია მომავალი სიახლეების ძრავათა ვარიაციის და სხვა ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაციას არ აზუსტებს. ყველგანმავლის პირველი თაობა Volkswagen Beetle-ის პლატფორმაზე ააგეს და ამ დროისთვის მხოლოდ მისი სვლის მარაგია ცნობილია. ავტომობილს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ქარხნებში ააგებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები