LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Ferrari 250 GTO რეკორდულ თანხად გაყიდეს

117
Ferrari

კუპე Ferrari 250 GTO აუქციონის ახალი რეკორდსმენია. მოდელი ნომრით –  „3765 LM” თითქმის 52 მილიონ დოლარად გაიყიდა. ლოტი 1962 წლის ერთადერთი მოდელია, რომელიც Scuderia Ferrari-ს სარბოლო გუნდს ეკუთვნოდა და თავიდანვე 4,0 ლიტრის მოცულობის აგრეგატით იყო დაკომპლექტებული. ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში ერთი მეპატრონის ხელში იყო და მის ანგარიშზეა ჯილდო Best of Show და Amelia Island Concours d’Elegance.

Sotheby’s აუქციონის სახლმა უნიკალური Ferrari უცნობ კოლექციონერზე გაასხვისა.

აღსანიშნავია, რომ აუქციონის წინა რეკორდიც Ferrari-ს ეკუთვნის, თანაც 250 GTO-ს და  მოდელი 48 405 000 დოლარად გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები