LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Ford-მა 1300 ძალის Mustang სპეციალურად დრიფტისთვის შექმნა

113
ford

ამერიკულმა ატელიე RTR Vehicles-მა კომპანია Ford-ისთვის 1300 ძალის Mustang დაამზადა და ავტომობილი სპეციალურად დრიფტისთვისაა შექმნილი. სპორტქარის მეშვიდე თაობის პრემიერა 2022 წლის შემოდგომას შედგა, გაყიდვები კი 2023 წლის ზაფხულიდან უნდა დაიწყოს. მიუხედავად ამისა, ავტომობილი უკვე მონაწილეობს სხვადასხვა რბოლებში და უახლოეს მომავალში დრიფტ სცენის დაპყრობასაც დაიწყებს.

RTR Vehicles პროფესიონალი მრბოლელის და დრიფტში ორგზის ჩემპიონის ამერიკელი ვონ გიტინომ უმცროსის მიერაა დაარსებული. 2023 წელს ის ერთწლიანი შესვენების შემდეგ თავისივე შექმნილი, ახალი Ford Mustang RTR-ით ჩემპიონატს დაუბრუნდება.

მანქანის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია რომ კუპემ 1300 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავა მიიღო, ასევე მოდერნიზებული საჭის მართვა და ძარის შემსუბუქებული კონსტრუქცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები