Ford-მა ყველგანმავალი Bronco Badlands ტყის ხანძრებთან საბრძოლველად შექმნა. ტყის ხანძრები ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში მილიონობით ხეს ანადგურებს და ეკოლოგიურ მდგომარეობას აუარესებს. ცეცხლის სტიქიას ყველა ქვეყანაში ებრძვიან და აშშ-ში სახანძრო სამსახურებს ამიერიდან სპეციალურად ამისთვის შექმნილი Ford დაეხმარება.
ავტომობილი ბევრ სხვა ტექნოლოგიურ სიახლესთან ერთად აღჭურვილია დრონითაც და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით გამოსახულებას რეალურ რეჟიმში ავრცელებს.