„უნიკალური დიზაინი, მოოქრული დეტალები, ძვირფასი ქსოვილი და მდიდრული ხალიჩები – როგორ აქცევს Maybach Haute Voiture გზას პოდიუმად“
თუ იკითხავთ, რომელი ავტომობილია ფუფუნების სინონიმი, პასუხი ერთი იქნება – Maybach Haute Voiture.
სწორედ ასე ახასიათებს Mercedes-Benz საკუთარ მოდელს, როგორც ყველაზე დახვეწილსა და ელეგანტურს მათ ისტორიაში.
მწარმოებელმა არ გააკეთა აქცენტი ექსტრავაგანტურ დიზაინზე.
არც აგრესიული ბამპერები, არც აეროდინამიკური ექსპერიმენტები – ყველაფერი თავშეკავებულად და ელეგანტურადაა გადაწყვეტილი.
ეს მანქანა არ ყვირის საკუთარ სტატუსზე – მაგრამ მიანიშნებს, რომ ყურადღების მიქცევა აღარ გჭირდება, რადგან შენ უკვე Maybach-ში ზიხარ.
სხეულის მთავარი განსხვავება – ორ ტონად შეღებილი კორპუსი.
ზედა ნაწილი- ზღვისფერი ელფერით, ქვედა- თბილ ვარდისფერში. ეს უჩვეულო კომბინაცია არღვევს კლასიკურ ტრადიციას: „შავი ქვედა – თეთრი ზედა“. ახლა ყველაფერი საპირისპიროა და შედეგი შთამბეჭდავია.
დისკებიც ამავე ფერშია შეღებილია, ლურჯი ელფერით, რაც მანქანას უფრო მდიდრულ იერს აძლევს.
ბევრი ქრომი, როგორც ყოველთვის, ხაზს უსვამს, რომ ეს არის სადღესასწაულო ლიმუზინი და არა ჩვეულებრივი ტრანსპორტი.
თუმცა ერთი დეტალი კრიტიკას იმსახურებს – პლასტმასის რადიატორის ბადე, რომელიც თითქოს არ შეესაბამება $400,000-იან ავტომობილს.
არც ეკოლოგიაა მიზეზი და არც წონის შემცირება – ასე რომ, ავტორები ამას უბრალოდ ეკონომიის მცდელობად მიიჩნევენ, რაც Maybach-თვის ერთობ უჩვეულოდ ჟღერს.






