LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გაჭაღარავებული ხოაკინ ფენიქსი ქუჩაში პირბადით გამოჩნდა

289
xoakinfenixmasl

„ჯოკერის“ როლის შემსრულებელი და წლევანდელი „ოსკაროსანი“ მსახიობი ხოაკინ ფენიქსი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში გადაიღეს. 45 წლის მსახიობი, რომელიც დიდი ხანია მედიასთან არ გამოჩენილა, ყავით ხელში ქუჩაში გამოჩნდა. მას შორტები და შავი მაისური ეცვა, სახეს კი პირბადე უფარავდა. მსახიობი შესამჩნევად გაჭაღარავდა და ეს კარგად ჩანს ახალ ფოტოებზე.

მსახიობს არ ახლდა მეუღლე, რუნი მარა. როგორც ცნობილია, წყვილი პირველ შვილს ელოდება, თუმცა ამ ფაქტს არ ასაჯაროვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები