LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო ,,გარდენიიდან” – ,,უგრძეს რიგში იდგნენ ჩითილების მსურველები, საკუთარ მიწას დაბრუნებულები…”

381
გარდენია

ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, რომელიც ზურა შევარდნაძის ,,გარდენიასთან” არის გადაღებული. უამრავი მსურველი გამოჩნდა, რომლებიც რიგს არ შეუშინდნენ იმისთვის, რომ სხვადასხვა ბოსტნეულის სპეციალურად დაფასოებული ნერგები შეეძინათ.

,,ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა თურქეთში პარტნიორთან დარეკა, წუხდა ქალბატონი მერიემი, რა უნდა ვქნათ, საზღვარი ჯერ არ გაიხსნება, ქართველები ვერ ჩამოვლენ და ჩაი გვაქვს მოსაკრეფიო. მე კი მგონია, საზღვარიც რომც გაიხსნას ქართველებს, სხვისი ჩაის საკრეფად აღარ უნდა ეცალოთ, ეს ფოტო დღეს ზურა შევარდნაძის “გარდენიასთანაა” გადაღებული, ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, უგრძეს რიგში იდგნენ ჩითილების მსურველები, საკუთარ მიწას და ეზო-კარს დაბრუნებულები… მინდა საკუთარი შრომის ფასი მალე ნახონ, საკუთარი მიწის მადლის ირწმუნონ და დაუყვედრებელი ლუკმაც თვითონ მოვიპოვოთ, მე მჯერა ამისი, სჯერა ზურასაც, რომელიც პატარა ფანჯრიდან ჩითილების გაცემას ვერ აუდიოდა და ამბობდა – ასე თუ გაგრძელდა, ამ ქვეყანაში არ უნდა მოშივდეს ადამიანსო! ღმერთო, ხვავით და ბარაქით, მოსავლის გორებით გაავსე ჩემი ქვეყანა!!! ეს დასაწყისია!!!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g