კომპანია Geely-მ კროსოვერი Icon-ის ახალი ვერსია cholocate Edition წარმოადგინა და მოდელი კონკრეტულად ქალური აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. სტანდარტული icon-ისგან სიახლე ექსტერიერის განსაკუთრებული ფერით – ვარდისფრითა და ცისფრით, ასევე ბამპერის განსაკუთრებული დეკორით, გაფორმებული ფარებით, რადიატორის ბადითა და საბურავის დისკებით განსხვავდება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ძარის შოკოლადისფერი გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა სალონში შოკოლადი მრავლადაა, თეთრიცა და შავიც.
Icon Chocolate Edition-ის ფასი სავარაუდოდ 125 ათასი იუანი იქნება და მოდელი ბაზარზე ივლისის ბოლოდან უნდა გამოჩნდეს.
რაც შეეხება Geely Icon-ს – მოდელი ბაზარზე 2020 წლის მარტიდან იყიდება და 1,5 ლიტრის მოცულობის ტურბო ძრავის მქონე მოდელს 177 ცხელის ძალის განვითარება შეუძლია. ჰიბრიდული აგრეგატი კი 181 ძალის სიმძლავრისაა.