Genesis-მა ყველგანმავალი GV80 ლეგენდარული ავტომრბოლელისთვის მოამზადა. საუდის არაბეთში მოდელის ქარხნული სპეც-ვერსიის პრემიერა შედგა და შთაგონების მთავარი წყარო ბელგიელი პილოტი ჟაკი ისკა გახდა. 1969 და 1970 წლებში სპორტსმენი ორჯერ გახდა ფორმულა-1-ის ჩემპიონი, 1969 წლიდან 1982 წლამდე კი „24 საათი ლე-მანის“ რბოლის მოგება 6-ჯერ შეძლო.
ჟაკი ისკას სარბოლო წარმატებები ბრენდ Genesis-თან კავშირში ნამდვილად არ არის, თუმცა 80 წლის მრბოლელი სამხრეთ კორეული ბრენდის ელჩია.
ბელგიელმა სპეც-ვერსიაზე ავტოგრაფი დატოვა და დიდი ალბათობით, უნიკალურ ავტომობილს აუქციონზე გაყიდიან.