დიდი ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის, გიორგი (გოგი) ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გალაკონცერტით გაიხსნა.
სცენაზე აჟღერდა გენიალური კომპოზიტორის მიერ თეატრისა და კინოსთვის შექმნილი მუსიკა, ასევე სხვა ცნობილი ნაწარმოებები.
ფესტივალი საქართველოს რამდენიმე ქალაქს მოივლის, რომლის ფარგლებშიც შედგება არაერთი ყველასათვის საყვარელი სიმღერის ახლებური ვერსიის პრემიერა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიგონ კომპოზიტორის შესახებ ამ დრომდე უცნობი ისტორიები.
პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია დავით მაზანაშვილი, სცენარის ავტორი და წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე.