LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გორდონ რამზიმ £7.5 მილიონიანი რეზიდენცია პირველად გამოაჩინა

131
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ცნობილმა შეფმა გორდონ რამზიმ პირველად გამოაჩინა თავისი £7.5 მილიონიანი ლონდონის სახლი და ეს ყველაფერი  Netflix-ის ახალი დოკუმენტური სერიალის, Being Gordon Ramsay-ის დამსახურებაა. პირველი სერია  სტრიმინგ პლატფორმაზე 18 თებერვალს გამოვიდა და სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მის სახლს ეთმობა.

რამზიმ და მისი მეუღლემ ტანამ ეს უძრავი ქონება 2002 წელს £2.8 მილიონად შეიძინეს, მაგრამ ბოლო წლებში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს. ამ ყველაფერს 4 წელი და საკმაოდ დიდი ფინანსები დასჭირდა. 

Being Gordon Ramsay – იყო გორდონ რამზი
Netflix-ის ახალი სერიალია, რომელიც არა მხოლოდ სახლში მომხდარ ცვლილებებზე, არამედ გორდონ რამზის პირად ცხოვრებაზეც მოგვითხრობს. როგორია მისი ოჯახური დინამიკა, ბავშვებთან ურთიერთობა და ის, თუ როგორ შეიქმნა ასეთი ხმაურიანი კარიერა. დოკუმენტური სერიალი შვიდ ეპიზოდს მოიცავს და ასახავს რამზის ოჯახურ ურთიერთობებს, ბიზნესს და ყოველდღიურ ცხოვრებას.  

პირველივე ეპიზოდში რამზი ამბობს, რომ ბავშვობიდან მოყოლებული მამასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა და პროფესიულ წარმატებას გარკვეულწილად ტრავმებსაც მიაწერს. შეიძლება ითქვას, რომ სტარტი საკმაოდ გულახდილი გამოვიდა და ექსპერტები ამ ყველაფერს ფინანსურ მოგებასთან აკავშირებენ.

რამდენს გამოიმუშავებს ცნობილი შეფი ახალ სერიალში, ოფიციალურად არ გახმაურებულა, თუმცა თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ რამზის სატელევიზიო ანაზღაურება სხვა პროექტებში (მაგ. Hell’s Kitchen, MasterChef) ეპიზოდში დაახლოებით 225,000 დოლარია და წელიწადში საშუალოდ $45-60 მილიონამდე ადის, ნაკლები არც ახალ შოუში იქნება. თან, რამზიმ სერიალში გაჟღერებული რეკლამით, 20 მილიონი დოლარი უკვე გამოიმუშავა. 
 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g