LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გვენ სტეფანი და ბლეიკ შელტონი დაინიშნენ – მალე ქორწილია

246
safe-image

51 წლის გვენ სტეფანი და 44 წლის ქანთრი მომღერალი, ბლეიკ შელტონი დაინიშნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გვენმა, სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. არტისტმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს ნიშნობის ბეჭდიანი ხელი აჩვენა.

აღნიშნულ პოსტს შელტონიც გამოეხმაურა, მან გვენს მადლობა გადაუხადა თანხმობისთვის. „მე შენ მიყვარხარ, შენ თქვი ,,დიახ”“ – წერს მომღერალი.

ინსაიდერების თქმით, ნიშნობა წყვილის რანჩოში შედგა.

შეგახსენებთ, წყვილი ერთად 2015 წლიდან არის. ინსაიდერის თქმით, როგორც კი პანდემიის გამო ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება, ისინი დიდ ქორწილს გადაიხდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები