LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჰარისონ ფორდი პირბადის ტარების ახალ ტენდენციებს ამკვიდრებს

228
safe-image (3)

კორონავირუსის პანდემიის გამო, დამცავი პირბადეები 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის უცვლელ ატრიბუტად იქცა. ჩვენ უკვე პირბადეების უამრავი დიზაინი და ნაირსახეობა ვიხილეთ – როკ-ჯგუფების სიმბოლიკით და საკულტო ფილმის, „ტერმინატორის“ სლოგანით დაწყებული, ლეოპარდის პრინტით დამთავრებული.

ფოტო: We’ll be back -  არნოლდ შვარცენეგერი „ტერმინატორის“ სლოგანიანი პირბადით სეირნობს

გასეირნების შემდეგ კი მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოებას ამცნო, რომ აღნიშნული პირბადეების შეძენას ისინიც შეძლებდნენ. გაყიდული პირბადეებიდან შემოსული თანხა  საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება

ამჯერად, ყურადღების ცენტრში 77 წლის ჰარისონ ფორდი მოექცა. ის აეროპორტში შავი პირბადით შენიშნეს, მას დამცავი ნიღაბი ცხვირზე ეკეთა, ეს ყველაფერი კი კომიკურად გამოიყურებოდა.

„ინდიანა ჯონსის“ ვარსკვლავს ხელში ყავა ეჭირა, სავარაუდოდ, სწორედ ყავის დასალევად აიწია მსახიობმა ნიღაბი, პაპარაცებმაც ასეთ უხერხულ მომენტში გამოიჭირეს მსახიობი.

აღნიშნულმა ფოტოებმა ინტერნეტი მოიცვა, მსახიობზე ბევრს ხუმრობენ.

„ჰარისონ ფორდი პირბადის ტარების ახალ ტენდენციებს ამკვიდრებს“, – წერენ კომენტარებში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები