LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჰეილი ბიბერმა ჟურნალი Elle-ს საგაზაფხულო ნომრის გარეკანი დაამშვენა

135
page

24 წლის ამერიკელმა მოდელმა, ჰეილი ბიბერმა ჟურნალი Elle-ს საგაზაფხულო ნომრის გარეკანი დაამშვენა. პოპ-ვარსკვლავ, ჯასტინ ბიბერის მეუღლემ არაერთი საინტერესო იმიჯი მოირგო. ძირითადად შავ-თეთრ ფოტოსესიაში ჰეილის კლასიკური და ავანგარდული სტილის კაბები აცვია.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს, ვარსკვლავური წყვილი „ვოგის“ ოქტომბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია საკმაოდ ცეცხლოვანი და პიკანტური გამოვიდა. წყვილი „ივ სენ ლორანისა“ და „ვერსაჩეს“ ტანისამოსში პოზირებდა.

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი „ვოგის“ გარეკანზე – წვილის ცეცხლოვანი ფოტოსესია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები