ლოს-ანჯელესში, „კინომსახიობთა გილდიის“ 27-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ინტერნეტსივრცეში 75 წლის ლეგენდარული მსახიობის, ჰელენ მირენის ფოტოები გავრცელდა. ვარსკვლავი შეუდარებელ ფორმაშია.
ის აივანზე, პალმებისა და იისფერი „ფუქსის“ ყვავილების ფონზე პოზირებს. ვარსკვლავს ვარდისფერ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი კლასიკური კაბა ეცვა და ბრილიანტის საყურეები ამშვენებდა.