LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Hennessey-მ გამოუშვა სუპერქარი, რომელსაც კომპლექტში ორი მოტოციკლეტი მოჰყვება

118
ford

ამერიკული ტუნინგ-ატელიე Hennessey Performance თავისი მძლავრი ავტომობილებითაა ცნობილი, თანაც ეს ავტომობილები როგორც წესი ჩვეულებრივი მოდელების ბაზაზეა ხოლმე შექმნილი.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მოდელი  – Ford F-150-ის ბაზაზე შექმნილი პიკაპი VelociRaptor 600-ია. მათთვის, ვისაც ეს ავტომობილი არ აკმაყოფილებს სპეციალური ნაკრები შექმნეს, რომელსაც Sherco Edition უწოდეს და პიკაპს ორი მძლავრი მოტოციკლეტიც მოჰყვება. ტექნიკური თვალსაზრისით ახალი პიკაპი ჩვეულებრივი VelociRaptor-ისგან არაფრით განსხვავება, 3,5 ლიტრის ტურბოძრავა აქვს და 600 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

Hennessey VelociRaptor 600 Sherco Edition-ის ფასი 205 ათასი დოლარია, დამატებითი ოფციების არჩევით კი ღირებულებაც საგრძნობლად იმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები