LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Huawei-ს პირველი ავტომობილი დიდად შთამბეჭდავი ვერ გამოვიდა

37
huawei

IT კომპანიის Huawei-ს პირველმა კროსოვერმა Aito M7-მა კრაშ-ტესტების სერია გაიარა. გამოცდა სადაზღვევო ინსტიტუტის ექსპერტებმა ჩაატარეს და მიღებული შედეგებით ძალიან უკმაყოფილოები დარჩნენ. სპეციალისტები არ არიან დარწმუნებული იმაში, შეძლებს თუ არა ახალი სატრანსპორტო საშუალება მძღოლის დაცვას ავარიის შემთხვევაში.

კრაშ-ტესტის პირობებში, Aito M7-ს 64 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების დროს საქარე დაჯახება მოუწყვეს. შედეგი კი ძალიან ცუდი იყო, ძარის წინა ნაწილი ფაქტობრივად სალონში აღმოჩნდა, სპეციალისტებმა მოდელი საშუალოზე დაბალი ქულით შეაფასეს.

ანალოგიური შეფასება დაიმსახურა ავტომობილმა ეკონომიური მომსახურების და სარემონტოდ ვარგისიანობის საკითხში. ამასთან, ქვეითებისა და მგზავრების დაცულობის კუთხით Aito M7-ის მაჩვენებელი ძალიან კარგი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები