Hyundai-მ თავის მომავლის ქალაქში HMG Smart City-ში ვირტუალური ტური დაიწყო. ეს ქალაქი რამდენიმე ექვსკუთხა რაიონისგან შემდგარ მეგაპოლისს წარმოადგენს, მრავლადაა მწვანე მასივები და წყალსაცავები. აღსანიშნავია ისიც, რომ გზები და მთელი ტრანსპორტი ადამიანის თვალისგან დამალულია.
ჭკვიან ქალაქში თითოეული ექვსკუთხა 300 ათას მაცხოვრებელზეა გათვლილი. Hyundai-ს ჩანაფიქრის მიხედვით, ასეთი სკების რაოდენობა თავად ქალაქის მოთხოვნებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით განისაზღვრება. ყოველი მათგანი ერთნაირადაა დაპროექტებული: საქმიანი რაიონი ცათამბჯენებით გარეგნულ კონტურს ქმნის და დიდი პარკებითაა გარშემორტყმული.
ქალაქში გადაადგილების კიდევ ერთი საშუალება იქნება საფრენი აპარატი, ვერტიკალური აფრენა-დაფრენის მეთოდით, რომლის შექმნაზეც Hyundai უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს.
გზები არა რაიონებს შორის, არამედ მიწისქვეშაა დამალული. თითოეულს თავისი საგზაო წრე აქვს, სადაც ავტონომიური სატვირთოები გადაადგილდებიან, რათა პროდუქტი დაარიგონ. ამა თუ იმ ნივთის მომხმარებლამდე მიტანაზე პასუხისმგებელნი მინიატიურულ რობოტი კურიერები არიან.



