LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იაპონელი სუმოისტებისთვის შექმნილი კროსოვერი-კაბრიოლეტი

177
Screenshot 2024-01-22 161323

კროსოვერი Toyota Century სუმოისტების გამოსასვლელ ავტომობილად გადააქციეს. უნიკალური კაბრიოლეტი გასულ უქმეებზე სუმოს იაპონური ასოციაციის სპეციალურ ღონისძიებაზე წარადგინეს. საქმე ისაა, რომ ასოციაციას 2025 წელს 100 წლის იუბილე უსრულდება და გამორჩეული კროსოვერიც ამ თარიღს მიუძღვნეს.

კაბრიოლეტი კროსოვერისგან სახურავის არ ქონით გამოირჩევა, გარდა ამისა სალონიც სუმოისტების სპეციალური შეკვეთით გადააკეთეს და უკან მაღალი სავარძლით აღჭურვეს. სხვა დანარჩენი კროსოვერს იგივე აქვს რაც Century SUV-ს, რომლის დებიუტიც 2023 წლის შემოდგომაზე შედგა.

შეგახსენებთ, რომ Toyota Century SUV – ლუქს კლასის კროსოვერია, რომლის ფასების იაპონიაში 25 მილიონი იენიდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები