„დედაც და პატარაც კარგად არიან” – ილონ მასკმა სასიხარულო სიახლე გულშემატკივრებს ,,ტვიტერის” მეშვეობით ამცნო. მილიარდერი მთელი დღის განმავლობაში Tesla Model S–ზე პოსტავდა სიახლეებს და შვილის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ დაწერა, რაც ერთ–ერთმა გამომწერმა კითხა. თავიდან მასკმა განაცხადა, რომ „რამდენიმე საათის შემდეგო“, ხოლო ცოტა ხანში კი ქვეყანას შვილის დაბადებაც ამცნო. მოგვიანებით ილონმა სქესიც დააკონკრეტა.
„ტესლასა“ და SpaceX–ის დამაარსებელს კანადელმა მომღერალმა კლერ ელის ბუშემ, ანუ იგივე გრაიმსმა ვაჟი აჩუქა.
ეს დღე მასკისთვის ნამდვილად განსაკუთრებული იყო, დილით მან ისიც გაიგო რომ ტომ კრუზი Space X-თან თანამშრომლობას თანახმდა და NASA–თან ერთად ფილმს პირდაპირ კოსმოსში გადაიღებს.
რაც შეეხება პატარა ბიჭუნას, ის წყვილის პირველი საერთო შვილია. შეგახსენებთ, რომ მასკს წინა ქორწინებიდან 5 შვილი ყავს. ცნობილ მომღერალს კი 2018 წლიდან ხვდება.
Mom & baby all good
— Elon Musk (@elonmusk) May 5, 2020


