LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იტალიაში ახალი რეკორდი დაამყარეს – ერთ ადგილას 707 ცალი Mazda მოაგროვეს

43
cars

Mazda-ს იტალიურმა დანაყოფმა გინესის ახალი რეკორდი დაამყარა. მსვლელობაში მონაწილეობა ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა Mazda-ს როდსტერებმა მიიღეს. მთლიანობაში 707 ეგზემპლარი მოგროვდა. რეკორდსმენთა შორის იყო „ორკარიანთა“ ოთხივე თაობა, მოდიფიცირებული ვერსიები, ძარის ყველა შესაძლო ფერითა და კომპლექტაციით.

მსვლელობას ესწრებოდა გინესის წიგნის წარმომადგენელიც, რომელიც მოსულ მანქანებს ითვლიდა. საღამოს კი მან ახალი რეკორდი გამოაცხადა – ერთ ადგილას სულ 707 Mazda MX-5 მოგროვდა. წინა რეკორდი ნიდერლანდებში, 2013 წელს დაფიქსირდა. ღონისძიებას 683 როდსტერი ესწრებოდა. ასე რომ იტალიამ წინა შედეგი 24 ცალი MX-5-ით გააუმჯობესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები