LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იყიდება Nissan Skyline, მანქანა რომელსაც პოლ უოკერი მართავდა

683
gtr

2000-იანი წლების დასაწყისში კომპანია Motorex-მა აშშ-ში Nissan Skyline R34 GT-R-ის 16 ცალი საკულტო ეგზემპლარი შეიტანა. მათგან ერთ-ერთი გასაყიდად გამოიტანეს, თუმცა ღირებულება დაბალი ნამდვილად ვერ იქნება, მას მსახიობი პოლ უოკერი მართავდა. მხოლოდ ეს ფაქტი სპორტქარის ღირებულებას ერთი ორად ზრდის.

ავტომობილი 2,6 ლიტრის მოცულობის 6 ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 276 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. თუმცა, მაშინ უფრო მაღალი სიმძლავრის მქონე ავტომობილების გამოშვება კანონით აკრძალული იყო და სინამდვილეში რეალური მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად მაღალი იყოს. მანქანა 6 საფეხურიან გადაცემათა კოლოფით მუშაობს.

პოლ უოკერის Nissan Skyline R34 GT-R V-Spec II ფასი არ ზუსტდება, თუმცა ვაჭრობის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღირებულებას მხოლოდ რეალურ კლიენტს გაუმხელენ, მანქანის ტესტ-დრაივებიც გამორიცხულია და ავტომობილის გამოცდას მფლობელის გარდა ვერავინ შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები