ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა. პროცესი 57 წლის ჯონი დეპმა წააგო, უწყებამ ემბერ ჰარდი ოჯახური ძალადობის მსხვერპლად სცნო. Warner Bros.-მა კი ჯონის ფილმში „ჯადოსნური არსებების“ როლის დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია დეპმა სოციალური ქსელის საშუალებით თავად გაავრცელა.
„მსურს შეგატყობინოთ, რომ Warner Bros.-მა მთხოვა, გრინდელვალდის როლი დამეტოვებინა. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მოთხოვნას დავთანხმდი.“ – წერს ჯონი.
ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ „ჯადოსნური არსებების“ მესამე ნაწილში ჯადოქარ გელერტ გრინ-დე-ვალდის როლს ჯონი დეპის ნაცვლად მადს მიკელსენი შეასრულებს. აღსანიშნავია, იმის მიუხედავად, რომ ჯონი დეპმა ფილმის მხოლოდ ერთ სცენაში მოასწრო მონაწილოების მიღება, სტუდია მას სრულ ჰონორარს მაინც გადაუხდის.
შეგახსენებთ, „ჯადოსნური არსებები 3“– ის პრემიერა 2022 წლის 15 ივლისისთვის იგეგმება.