მანქანები რუდი კლაინის კოლექციიდან 26 მილიონ დოლარად გაყიდეს. Sotheby’s აუქციონის სახლმა რუდი კლაინის – ამერიკაში გადასახლებული გერმანელი ბიზნესმენის კოლექციიდან ავტომობილების გაყიდვა დაასრულა. რუდიმ თავისი კოლექცია ლოს-ანჯელესში მოაგროვა და საუბარი 500-მდე მდიდრულ ავტომობილზეა ძირითადად ევროპული ბრენდების – Lamborghini, Porsche, Ferrari და Mercedes-Benz-ი.
ლოტების დიდი ნაწილი უკვე გასხვისდა და რუდის შთამომავლები მილიონერები გახდნენ. ეს მაშინ როცა ავტომობილთა ნაწილი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო.
ზოგიერთ მოდელში კოლექციონერებმა იმაზე მეტი გადაიხადეს, ვიდრე აუქციონის სახლის წარმომადგენლები ელოდნენ. მაგალითად, 29 ცალი Mercedes-Benz 300 SL Gullwing-იდან ერთ-ერთი 9,3 მილიონ დოლარად გაიყიდა, როცა გამყიდველი მაქსიმუმ 6 მილიონს ვარაუდობდა.