52 წლის ჯენიფერ ენისტონი InStyle-ის გარეკანზე მოხვდა. მან არაერთი ცეცხლოვანი იმიჯი მოირგო. ჟურნალს მსახიობმა ვრცელი ინტერვიუც მისცა და პანდემიასა და ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა. ენისტონმა გაამხილა, რომ რამდენიმე მეგობართან ურთიერთობა გაწყვიტა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ აღნიშნული ადამიანების ნაწილს ვაქცინის გაკეთება არ სურდა.
ფოტო: 52 წლის ჯენიფერ ენისტონი InStyle-ის გარეკანზე შეუდარებელია
ჯენიფერ ენისტონმა არაერთი ცეცხლოვანი იმიჯი მოირგო, ის შეუდარებლად გამოიყურება
„ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, ზოგიერთის აზრი მხოლოდ შიშის დათესვასა და პროპაგანდას ემსახურება, მე ამის გამო ბევრ მეგობართან გავწყვიტე ურთიერთობა“, – აცხადებს მსახიობი.
ენისტონი „ინსტაგრამის“ გამომწერებს კოვიდრეგულაციების დაცვისა და ნიღბის ტარებისკენ მოუწოდებს.