LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Kia-მ პიკაპი Tasman-ის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

115
Kia-მ პიკაპი Tasman-ის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

კომპანია Kia-მ პიკაპი Tasman-ის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. მოსალოდნელია, რომ მოდელი ბაზარზე 2025 წლიდან გამოვა. სიახლეს საზოგადოება უახლოეს დღეებში, უფრო ზუსტად კი 29 ოქტომბრიდან იხილავს. მოდელი ექსპლუატაციის მკაცრი პირობებისთვისაა განკუთვნილი, თანამედროვე დიზაინი აქვს და ყველგანმავლის მახასიათებლებითაც გამოირჩევა.

მოდელის პრემიერა საუდის არაბეთში შედგება. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ სატვირთომ ტრადიციული სარკეები და კარის ჩვეულებრივი სახელურები მიიღო. ძარის ქვედა ნაწილში დამონტაჟებულია საფეხურები, რათა სალონში მოხვედრა მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

გარდა ამისა, კომპანიამ დააზუსტა რომ პიკაპის პროტოტიპმა 1777 სახის ცდა გაიარა, რაც მის უმაღლეს ხარისხზე მიუთითებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები