კანადა მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, ტყის ხანძრები ქვეყნის თითქმის ყველა პროვინციაში მძვინვარებს. მომატებული საფრთხის გამო, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.
ხანძრის კვამლმა კანადის სამხრეთით გადაინაცვლა და აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელდა, რის გამოც ნიუ-იორკი და სხვა ქალაქები სრულად დაიფარა კვამლით.
მოქალაქეებს ქუჩებში გადაადგილების დროს ნიღბების გამოყენებას ურჩევენ, რადგან დაკვამლიანებული ჰაერი მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მედია წერს, რომ მოქალაქეები უფრო და უფრო ხშირად უჩივიან თავბრუსხვევას.
კვამლის გამო, ფრენები გადაიდო ნიუ-იორკისა და ფილადელფიის აეროპორტებში. გადაიდო ბეისბოლის ლიგის თამაშები.
საერთაშორისო მედიაში კვამლით დაფარული ქალაქების ფოტოები ვრცელდება.
ბოლო ცნობებით, კანადაში ტყის ხანძრების შედეგად ყველაზე მეტად კვებეკის პროვინცია დაზარალდა, პროვინციიდან 12 000-მდე ადამიანია ევაკუირებული.
ხანძრის ქრობის პროცესში 520-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს, მეხანძრეებს ელოდებიან აშშ-დან, მექსიკიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდანაც.
ხანძრის შედეგად კანადაში 3,3 მილიონი ჰექტარი განადგურდა