LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Lamborghini-ს უნიკალური სუპერ ჰიბრიდი დუბაიში გაიყიდება

130
Lamborghini

უნიკალური სუპერ ჰიბრიდი Lamborghini Sian FKP 37 Roadster გასაყიდად გამოიტანეს. დუბაი ექსკლუზიური სუპერქარების სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის, თუმცა ნამდვილად უნიკალური მოდელები უფრო ხშირად მეგაპოლისის ავტოსალონებში გვხვდება. მაგალითად, სადილერო ცენტრმა F1st Motors-მა  გასაყიდად Lamborghini-ის ერთ-ერთი გამორჩეული ჰიპერქარი გამოიტანა – კომპანია ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას ჰიბრიდი Sian-ის 19 ეგზემპლარიდან ერთი იყიდოს.

სუპერ ლიმიტირებული ავტომობილის პრემიერა 2020 წელს შედგა და ბუნებრივია, ბაზარზე გამოსვლამდე ბევრად ადრე გაიყიდა. მას შემდეგ მოდელის პოვნა მხოლოდ მეორად ბაზარზე იყო შესაძლებელი.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ავტომობილია დუბაიში წარმოდგენილი. როდსტერი შავ ფერშია შეღებილი და უამრავი ოქროსფერი აქცენტი ამშვენებს, მათ შორის საბურავებზე და ავზის სახურავზე. ანალოგიურადაა გაფორმებული სალონიც, სადაც შავი ტყავი ოქროსფერ დეტალებს მდიდრულად ერწყმის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები