კომპანია Lego გეგმავს, რომ თავის პროდუქციას ერთდროულად რამდენიმე ახალი პროდუქტი დაუმატოს. სიახლის მეშვეობით სარბოლო ბოლიდების, თანამედროვე სუპერქარების და კლასიკური მოდელების აწყობა იქნება შესაძლებელი.
მოდით გავეცნოთ ყველაზე გამორჩეულ ახალ კონსტრუქტორებს და თან გავიხსენოთ სხვა საინტერესო ავტომობილებიც, რომელიც Lego-ს დეტალებისგანაა აგებული.
გალერეაში ყველაზე განსხვავებული მანქანები მოხვდნენ – პატარები და სრული ზომის მოდელები, შექმნილი თავად მწარმოებლის მიერ თუ ფანების აწყობილი.. თუმცა, ყველა მათგანს აქვს რაღაც საერთო – საბავშვო კონსტრუქტორი სინამდვილეში ერთობ სერიოზული ჰობია.