47 წლის ლეონარდო დიკაპრიო და 24 წლის კამილა მორონე უკვე 5 წელია ერთმანეთს ხვდებიან. ეს ლეოს ნამდვილი რეკორდია, თუმცა წყვილი როგორც ჩანს დაქორწინებას არ ჩქარობს. ისინი არც პაპარაცების ობიექტივში ხვდებიან ხშირად.
ლეონარდო დიკაპრიოს საცოლე, კამილა მორონე „ვერსაჩეს“ ულამაზეს „შიშველ კაბაში“
გამონაკლისი სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა. წყვილი საახალწლო არდადეგებს სენტ-ბარტსზე ატარებს. ისინი პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდნენ, როდესაც სანაპიროზე ნებივრობდნენ. ისინი ტალღებში ერთმანეთს ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ.