LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლევან კოღუაშვილი ოლივერ სტოუნთან ერთად საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრია

194
ლევან კოღუაშვილი

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, საუდის არაბეთში წითელი ზღვის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს. ჟიურის პრეზიდენტია ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის ავტორი ოლივერ სტოუნი.

აღსანიშნავია, რომ ჟიურის წევრთა შორის არის ქართველი კინორეჟისორი ლევან კოღუაშვილი. კოლეგებთან ერთად მან ფესტივალის მთავარი საკონკურსო სექციის გამარჯვებული უნდა გამოავლინოს. ფესტივალი 10 დეკემბერს დაიხურება.

შარშან, წითელი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი პრიზიორი სწორედ ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი” გახდა, რომელიც შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონის“ მორიგი პრიზი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან კოღუაშვილის ფილმით გაიხსნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები