LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Lexus-მა თავისი პირველი იახტა კიდევ უფრო მდიდრული გახადა

138
lexus

Lexus-მა LY680 წარადგინა, ლუქს იახტის LY650-ის ახალი ვერსია. Lexus-ის ბრენდის ქვეშ პირველი სერიული ხომალდი 2019 წელს გამოვიდა და როგორ ჩანს, პირველი განახლებისთვის უკვე მზადაა. LY680 სუპერ იახტის განვითარების მორიგი ევოლუციური ეტაპი გახდება. მოდელმა მეორე სართულზე ბევრად მეტი ღია სივრცე მიიღო და საბანაოდ პლატფორმაც გააფართოვა. იაპონიაში სიახლის მისაღებად პირველი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყეს, თუმცა მიწოდება 2027 წლის გაზაფხულიდან იგეგმება.

იახტის დიზაინი Lexus L-fitness-ის ფილოსოფიის სტილშია შესრულებული. Ly680-ის სიგრძე 20,66 მეტრამდე გაიზარდა, სიგანე 5,67 მეტრია. მოდელს ისევ 3 კაიუტა აქვს და მთლიანობაში 6 ადამიანის კომფორტულად მოთავსებაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები